
ᲡᲞᲠᲔᲘ ᲗᲣ ᲐᲑᲔᲑᲘ?
13 Feb 2026
როდესაც ბავშვი ავადდება, მშობლებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მკურნალობის ფორმის სწორი და უმტკივნეულო შერჩევაა. აბები, სიროფები თუ სპრეი?
განსაკუთრებით პატარა ასაკში, მედიკამენტის მიღება ხშირად სტრესთან და წინააღმდეგობასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, სულ უფრო ხშირად უპირატესობას ანიჭებენ შესხურებად საშუალებებს, როგორიცაა სპრეი.
ცნობილი ფაქტია, რომ პატარებისთვის აბის გადაყლაპვა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად რთულია. მათ ხშირად აშინებთ დიდი ზომის აბი ან თუნდაც უსიამოვნო გემო.
სპრეის ფორმის პრეპარატებს რამდენიმე მნიშვნელოვანი პლუსი აქვს:
• შესხურება მარტივია და არ საჭიროებს გადაყლაპვას, ბავშვიც ნაკლებად აპროტესტებს ასეთ პროცედურას.
• სპრეი მოქმედ ნივთიერებას უშუალოდ პრობლემურ ზონაში აწვდის, რასაც ხშირად უფრო სწრაფი ეფექტი აქვს.
• უმრავლეს შემთხვევაში სპრეის არ აქვს მწარე გემო, რაც უმნიშვნელოვანესია ბავშვებისთვის.
სპრეის ფორმა ხშირად გამოიყენება ცხვირის გაჭედვის დროს, ყელის გაღიზიანებისა და ტკივილისას, ასევე, ალერგიული სიმპტომების შემსუბუქებისთვის.
აღნიშნულ შემთხვევებში ადგილობრივი მოქმედება უფრო შედეგიანია, ვიდრე მედიკამენტის გავლენა ორგანიზმზე.
და მაინც, საჭიროა თუ არა აბები?
რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაციები, როცა აბების ან სხვა ფორმის პრეპარატების გამოყენება აუცილებელია. მკურნალობის ფორმა ყოველთვის უნდა შეირჩეს ბავშვის ასაკის, მდგომარეობისა და ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
სპრეი ბევრ შემთხვევაში უფრო მეგობრული არჩევანია ბავშვებისთვის - ეფექტური, უსაფრთხო და ნაკლებად სტრესული. ის ამარტივებს მკურნალობის პროცესს და ეხმარება ბავშვს, მიიღოს მედიკამენტი წინააღმდეგობის გარეშე. მთავარი კი ყოველთვის ერთია - მშობლის ყურადღება და სპეციალისტის რჩევა.
