
5 ᲩᲕᲔᲕᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲨᲔᲛᲝᲓᲒᲝᲛᲐᲖᲔ ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲘᲣᲠᲝᲑᲐᲓ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲥᲪᲘᲝᲗ
16 Oct 2026
შემოდგომა ახალი რუტინის დაწყებისთვის კარგი დროა, იცვლება ამინდი, დღის ხანგრძლივობა, ტემპერატურა და ჩვენი ყოველდღიური რეჟიმიც. სწორედ ამიტომ, რამდენიმე მარტივი ჩვევა დაგვეხმარება, სეზონი უფრო კომფორტულად გავატაროთ.
1. ჩაიცვით ამინდის მიხედვით
შემოდგომის ამინდი ხშირად ცვალებადია, დილა შეიძლება გრილი იყოს, შუადღე კი შედარებით თბილი. ასე ტემპერატურის ცვლილებას მარტივად მოერგებით და დღის განმავლობაში კომფორტულად იქნებით.
2. არ დაგავიწყდეთ სითხის მიღება
გრილ ამინდში წყლის დალევა ზოგჯერ გვავიწყდება, თუმცა ორგანიზმისთვის ჰიდრატაცია სეზონის მიუხედავად მნიშვნელოვანია. წყალი, თბილი ჩაი და სხვა სასურველი სითხეები ყოველდღიური რუტინის ნაწილად აქციეთ.
3. იზრუნეთ ძილის რეჟიმზე
ზაფხულის აქტიური დღეების შემდეგ ორგანიზმს უფრო სტაბილური რეჟიმი სჭირდება. ეცადეთ, ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ, კარგი ძილი ყოველდღიური ენერგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
4. მეტი ყურადღება მიაქციეთ ყელის კომფორტს
ცივი ჰაერი, ტემპერატურის ხშირი ცვლილება და დახურულ სივრცეებში მეტი დროის გატარება შემოდგომის ყოველდღიურობის ნაწილია. თუ ყელის ტკივილი ან გაღიზიანება გაწუხებთ, მნიშვნელოვანია შესაბამისი მოვლა და საჭიროების შემთხვევაში ფარმაცევტთან ან ექიმთან კონსულტაცია.
ბენეტის სპრეი კი, ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს შეიცავს და გამოიყენება ყელის ტკივილისა და პირის ღრუს ანთებითი მდგომარეობების დროს.
5. გააკეთეთ მცირე შესვენებები
შემოდგომის რუტინა მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვას არ ნიშნავს. დღის განმავლობაში რამდენიმე წუთით მოწყდით ეკრანს, გაისეირნეთ,მოუსმინეთ ,,The Cranberries’’, დალიეთ თბილი ჩაი ან უბრალოდ დაისვენეთ. ზოგჯერ სწორედ პატარა პაუზები გვეხმარება, დღე უფრო კომფორტულად გავაგრძელოთ.
ახალი სეზონი ახალი ჩვევებისთვის კარგი დასაწყისია.
იზრუნეთ საკუთარ თავზე ყოველდღე - პატარა ნაბიჯებით, მარტივი ჩვევებით და ყურადღებით თქვენი კომფორტის მიმართ.
