
ᲡᲐᲣᲙᲣᲜᲝᲕᲐᲜᲘ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ ᲧᲔᲚᲘᲡ ᲢᲙᲘᲕᲘᲚᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ
10 Apr 2025
ყელის ტკივილის საიმედო საშუალებას, ბენეტს, გაცილებით ღრმა ისტორია აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება წარმოიდგინოთ. ჩვენი ფესვები სათავეს შორეულ 1912 წელს იღებს, როდესაც სტამბოლში ფარმაცევტმა აბდი იბრაჰიმმა საკუთარი აფთიაქი დააარსა. ეს იყო დასაწყისი ხანგრძლივი ისტორიისა, რომელიც 1916 წელს უკვე ოფიციალურად ჩამოყალიბდა ფარმაცევტულ კომპანია "აბდი იბრაჰიმი"-ს სახით. სწორედ ამ საუკუნოვანი გამოცდილებისა და უწყვეტი განვითარების შედეგად შეიქმნა ბენეტი - ყელის ტკივილის სპრეი, რომელიც ეფექტურად და სწრაფად აღგიდგენთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
"აბდი იბრაჰიმი" უკვე საუკუნეზე მეტია ლიდერობს ფარმაცევტულ სექტორში, ინარჩუნებს რა თანმიმდევრულ მისიას, დინამიურ სტრუქტურასა და ინოვაციურ ხედვას. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე და შემოგთავაზოთ მოწინავე პროდუქტები და სერვისები. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ გადარჩენილი სიცოცხლე გადარჩენილი მომავალია და სწორედ ამ ფილოსოფიით ვქმნით თითოეულ ჩვენს პროდუქტს, მათ შორის ბენეტსაც.
საქართველოში "აბდი იბრაჰიმი"-ს წარმომადგენლობა 2007 წლიდან წარმატებით ვითარდება და მოიცავს სხვადასხვა თერაპიულ მიმართულებას. ჩვენ განსაკუთრებულ სიამაყეს გვანიჭებს ის ფაქტი, რომ ქართველ მომხმარებელს ვთავაზობთ 70-ზე მეტი მაღალი ხარისხისა და ეფექტურობის მქონე მედიკამენტის ფართო ასორტიმენტს, რომელიც იწარმოება სტამბოლში მდებარე, უმაღლესი საწარმოო სტანდარტების შესაბამის საწარმოში.
ბენეტი ამ დიდი ოჯახის ღირსეული ნაწილია და აერთიანებს საუკუნოვანი გამოცდილების საუკეთესო ტრადიციებსა და თანამედროვე მიღწევებს. ჩვენ უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ ბენეტის ყოველი გამოყენება იყოს თქვენთვის კომფორტული და, რაც მთავარია, უზრუნველყოს სასურველი შედეგი.